ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მეორე დღეა მიმდინარეობს.
დღეს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისსაც.
ტელეხიდის პარტნიორია ტელეკომპანია "ფორმულა".
"ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, გელოდებით პარლამენტთან! ერთად ვუყუროთ და მოვუსმინოთ პრეზიდენტის მიმართვას დიდი ეკრანიდან და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ!",-ნათქვამია "ივენთში", რომელსაც ტელეკომპანია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს
სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებასა და ინტერესებს ეძებენ და ხედავენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და მათ შეცდომაში შეყვანას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათი მიზანია, რომ საქართველოში განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ვერ აარიდეს.
„მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ე.წ. მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და რა თქმა უნდა, მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა სახის, ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, კარგადაა ცნობილი. ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს. სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებასა და ინტერესს ეძებენ და ხედავენ. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ვერ აარიდეს. ასევე, გვახსოვს კარგად, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი. გახსოვთ, რომ მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოსული იყო, მიატოვა კაცმა და აჩვენა სირცხვილი და ერსა და მსოფლიოს საკუთარი მხდალი სახე დაანახა. მთელს მსოფლიოს დაამახსოვრა ჰალსტუხების ჭამითა და მიწაზე ფორთხვით თავი. ეს ძალიან კარგად გვახსოვს. კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის დროს ვინ იომა. მაშინ იომა ჩვენმა გმირმა ჯარმა, თავგანწირვით იომეს. იომეს ჩვენმა პოლიციელებმა, ღირსეულმა ოფიცრებმა, მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, სხვა პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, მათ ომის დროს ქვეყანა დატოვეს და ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. კარგად მახსოვს და ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა - მაშინ, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ამ დროს მთავრობის წევრები, მაშინდელი სააკაშვილის მეთაურობით ხუმრობის ხასიათზე იყვნენ. ეს ყველას კარგად გვახსოვს და დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩვენ, რომ ომში ჩავერთოთ, სანქციები დავუწესოთ რუსეთს, უკრაინის ომში მივიღოთ მონაწილეობა და ა.შ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,…
შაბათი აგვისტო 13
In საზოგადოებასპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა…
შაბათი აგვისტო 13
In საზოგადოება12 აგვისტოს ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერიის მიერ ორგანიზებული "ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა იყო ახალგაზრდული…
პარასკევი აგვისტო 12
In საზოგადოებაპროექტი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 მარტს დაიწყო და ამ დროისთვის 20 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 1000-მდე…
პარასკევი აგვისტო 12
In საზოგადოებაავარია დღეს ნიკეას ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. …
პარასკევი აგვისტო 12
In საზოგადოებახშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული - რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ,- ამის შესახებ…
ხუთშაბათი აგვისტო 11
In პოლიტიკასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი…
სამშაბათი აგვისტო 09
In პოლიტიკაინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. პრეზენტაციას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი უძღვებოდნენ. …
ორშაბათი აგვისტო 08
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სილაგაძემ, მერის მოადგილემ მერაბ ზირაქაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, მერიისა…
ორშაბათი აგვისტო 08
In პოლიტიკა2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი შესრულდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ…
ორშაბათი აგვისტო 08
In პოლიტიკა