,გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება და დემოკრატიული ოპოზიციის განადგურების კიდევ ერთი მცდელობა საქართველოში!,,- ასე აფასებს საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას ქუთაისის საკრებულოს წევრი, პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი ელეონორა არჩაია.
,,ოცნების ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავდეს, ქვეყანას საბოლოო ავტოკრატიისკენ მიაქანებს.
ქართველი ხალხი არ დაუშვებს ქვეყნაში დიქტატურის დამყარებას! ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი არ განთავისუფლდება და საქართველო არ დაუბრუნდება ევროპულ გზას,,-წერს ელეონორა არჩაია.
