ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი შეფერხებების გარეშე, 8:00 საათზე გაიხსნა.
ქალაქში სულ 77 უბანია, აქედან ერთი სპეცუბანი. ხმის მიცემა სპეცუბნის გარდა, ელექტრონულად ხორციელდება.
რეგისტრირებულია 153 ათასამდე ამომრჩეველი.
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი შეფერხებების გარეშე, 8:00 საათზე გაიხსნა.
ქალაქში სულ 77 უბანია, აქედან ერთი სპეცუბანი. ხმის მიცემა სპეცუბნის გარდა, ელექტრონულად ხორციელდება.
რეგისტრირებულია 153 ათასამდე ამომრჩეველი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2025 წლის 4 ოქტომბრის
არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელი
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო პროცესების
შესახებ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მიაწოდეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს 4
ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ და აღნიშნეს, რომ საარჩევნო
ადმინისტრაცია სრულად არის მზად არჩევნების მაღალ დონეზე, საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებისთვის.
შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე განხილული იქნა ისეთი საკითხები,
როგორებიცაა საკანონმდებლო სიახლეები, კენჭისყრის დღეს
განსახორციელებელი პროცედურები, არჩევნებში ელექტრონული
ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა
ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 4 ოქტომბრის
არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, ასევე
ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მათთან საუბრისას, კიდევ
ერთხელ აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს გამჭვირვალობის
პრინციპით და მიესალმება მიუკერძოებელი, ობიექტური სადამკვირვებლო
მისიების ჩართულობასა და დაკვირვებას.
შეხვედრას საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების - Association
„ALTERFACT“, „ფუნდამენტური უფლებების ცენტრის“ და საქართველოში
უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები
საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფ სხვადასხვა ქვეყნის
საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 38 წარმომადგენელს ცესკოს
თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია 4
ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან
სიახლეებზე, რომლებიც ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნებისთვის
განახორციელა. მან ასევე დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ არჩევნებში
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. როგორც
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხვადასხვა
ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების ჩართულობა, მათი
მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარება საარჩევნო გარემოს
გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
„მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ 20-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო
ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში 4 ოქტომბრის
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებიან. დღეს დელეგატები
სტუმრობდნენ ცესკოს, რომლის ფარგლებშიც მათ პირადად მივაწოდე
ამომწურავი ინფორმაცია არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით და იმ
მნიშვნელოვანი სამუშაოების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს 4
ოქტომბრის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. რა თქმა
უნდა, შეხვედრა მაღალი ინტერაქციით წარიმართა და უცხოელ კოლეგებს
მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხთან
დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ერთი მხრივ დააკვირდებიან
კენჭისყრის მიმდინარეობას, მეორე მხრივ კი გაიზიარებენ საქართველოს
გამოცდილებას, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით“,-
განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარემ ასევე
დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის
გავლენისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური
საშუალებების შესაბამისობის აუდიტის დასკვნაზე, რომლის პირველი და მეორე
ფაზის შედგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს გადმოეცა. უცხოელი
კოლეგების კითხვებს ასევე უპასუხეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი შარაბიძემ და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა.
ელექტრონული არჩევნების ადმინისტრირების კუთხით არსებული
გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა კოლეგებმაც.
„ბოსნია-ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, მინდა მადლობა
გადავუხადო საქართველოს ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვევისთვის,
ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ცესკოსთვის ეს არჩევნები,
ვინაიდან ადმინისტრაცია იყენებს საარჩევნო ტექნოლოგიებს. ჩვენი ქვეყანაც
გეგმავს საზოგადოებას გააცნოს საარჩევნო ტექნოლოგიები საერთო არჩევნებზე
მომავალ წელს, ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია რეალურ დროში ვნახოთ,
როგორ მუშაობს ეს აპარატურა. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი,
ვინაიდან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია არჩევნების თაობაზე, იმისათვის,
რომ როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ხვალ შესაბამისად
დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს“,- განაცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინას
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ვანია ბიელიკა პრუტინამ.
თავის მხრივ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობებზე და
კარგი პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სლოვაკეთის შინაგან
საქმეთა სამინისტროს, არჩევნების, რეფერენდუმის და პოლიტიკური პარტიების
საარჩევნო დეპარტამენტის საარჩევნო ოფიცერმა ალექსანდრე ტრსტენსკომ.
„ვიმედოვნებთ, რომ გავიზიარებთ კარგ პრაქტიკას ხვალ დაგეგმილი
არჩევნებიდან. დღევანდელი შეხვედრიდან მივიღეთ ძალიან საინტერესო
ინფორმაცია საქართველოში არსებულ საარჩევნო სისტემაზე და ხმის მიცემის
პროცესზე. მართალია, საქართველოს განსხვავებული გამოცდილება აქვს, თუმცა
არის ბევრი მსგავსება სხვა ქვეყნების საარჩევნო პრაქტიკასთან. მაქვს
მოლოდინი, რომ ხვალ დაკვირვებისას, როგორც საერთაშორისო
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, მივიღებ განსხვავებულ და საჭირო
ინფორმაციას და გამოცდილებას, რომელსაც ჩემს კოლეგებს გავუზიარებ“.
სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 4
ოქტომბრის არჩევნებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდებიან.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების
შესაბამისობის აუდიტს. აუდიტს საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების
ლაბორატორია „Pro V&V” ატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში
აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან,
რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია
გააჩნია.
საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის
კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი
პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული
საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის
უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელება კიდევ
ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი
პრიორიტეტს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის
დაცვა წარმოადგენს.
შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ეტაპი უკვე განხორციელდა და
შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,
წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკვე ჩატარებული ორი ეტაპის შესახებ. კერძოდ,
საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება,
რომ:
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის საჭირო
მოწყობილობების კონფიგურაციისთვის წარმატებით განახორციელა
პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული პილოტისა და ქვეყნის
მასშტაბით ჩატარებული არჩევნების ფარგლებში გამოიყენებოდა;
ცესკომ წარმატებით დანერგა კონფიგურაციის პროცესის ხარისხის
მონიტორინგის პროგრამა;
არჩევნების ჩასატარებლად საჭირო მოსამზადებელი პროცესები,
პროცედურები და შემოწმებები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად
იყო მომზადებული;
ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი არ არის
დუბლირებული და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში
შეყვანილი;
ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია
აპარატში ჩატვირთულ სიებთან;
ვერიფიკაციის აპარატის საწყის კოდში განხორციელდა მცირე ცვლილება
და განხორციელებული არცერთი ცვლილება არ არღვევს საარჩევნო
კანონმდებლობას და არ ახდენს უარყოფით გავლენას საარჩევნო სისტემის
მთლიანობაზე, საიმედოობაზე ან უსაფრთხოებაზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ შესაბამისობის აუდიტი ითვალისწინებს კვლევის
განხორციელებას სამ ფაზად:
პირველ ფაზა ითვალისწინებდა ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში
განხორციელებული ცვლილებების შესწავლას და მათ შესაბამისობას ქართულ
კანონმდებლობასთან, ასევე ტესტირებას, თუ რამდენად კარგად მუშაობდა
განახლებული პროგრამა.
მეორე ფაზა ითვალისწინებდა „Pro V&V”-ის წარმომადგენლების უშუალოდ
დაკვირვებას ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების
პროცესზე ცესკოს საოპერაციო-სასაწყობო სივრცეში. მეორე ფაზა ასევე
ითვალისწინებდა ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიებისა და
მოწყობილობებში შეყვანილი სიების იდენტურობის შემოწმებას.
მესამე ფაზა კი ითვალისწინებს „Pro V&V”-ის წარმომადგენლების დაკვირვებას
აპარატურის მუშაობის პროცესზე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.
საარჩევნო ადმინისტრაცია, საზოგადოებას მესამე ფაზის შედეგებს
შესაბამისობის აუდიტის დასრულებისთანავე გააცნობს.
დეტალური ინფორმაცია აუდიტის ანგარიშების შესახებ, ქართულ და ინგლისურ
ენებზე, განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
4 ოქტომბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო
ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად
მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ - ჰაბი
2 51-00-51.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
08:30 სთ
10:30 სთ
12:30 სთ
15:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
21:00-დან 22:00 საათამდე
ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, რის გამოც შეიქმნა გარკვეული პრობლემები. გზის…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოება3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოება2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ახალი წლიდან ძალაშია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოებადღეიდან, 2026 წლის 1 იანვრიდან, ამოქმედდა „შინაური ცხოველების შესახებ“ კანონის ერთი ნაწილი.ამ ახალი წესებით, ცხოველების…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოებადიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ40-კმ141 (ქორენიში-შოვი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკაქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In პოლიტიკაქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა თანამშრომლებს რამდენიმე სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და სპეციალისტები წარუდგინა: ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი…
სამშაბათი დეკემბერი 23
In პოლიტიკაქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს ეხმაურება. ელეონორა…
ხუთშაბათი ნოემბერი 27
In პოლიტიკაქუთაისის 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში გაიმართა.…
ორშაბათი ნოემბერი 24
In პოლიტიკა