სამტრედიის მუნიციპალიტეტის 35 უბნის შედეგების მიხედვით,მერი ქართული ოცნების წარმომადგენელი,დავით ბახტაძე გახდა 92,318%-ით.
მისმა კონკურენტმა,ბადრი ვაშაკიძემ 7,682% აიღო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 35 უბნის შედეგების მიხედვით,მერი ქართული ოცნების წარმომადგენელი,დავით ბახტაძე გახდა 92,318%-ით.
მისმა კონკურენტმა,ბადრი ვაშაკიძემ 7,682% აიღო.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ყველა უბანი დათვლილია.მერობის სამი კანდიდატის ხმები ასე გადანაწილდა:
გიგი ნებიერიძე-3,727%
ქართლოს პერანიძე-6,765%
ვახტანგ ღამბაშიძე-89,508%
ზესტაფონის მერი მმართველი პარტიის წარმომადგენელი ვახტანგ ღამბაშიძე გახდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყველა უბანი დათვლილია.ხმები ასე გადანაწილდა:
სულიკო ზარნაძე-5,484%
მანუჩარ რობაქიძე-94,516%
თერჯოლის მერი ,,ქართული ოცნების,, წარმომადგენელი მანუჩარ რობაქიძეა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე კენჭს ორი კანდიდატი იყრიდა.
ინგა მაღრაძე-15,607%
კობა ლურსმანაშვილი-84,393%
შესაბამისად,ხარაგაულის მერი მმართველი გუნდის წარმომადგენელი,კობა ლურსმანაშვილი გახდა.
ქუთაისში ყველა უბნის შედეგები დათვლილია .
მერობის კანდიდატების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა:
გიორგი ამაღლობელი-6,276 %
პაატა ზაქარეიშვილი-8,038%
დავით ერემეიშვილი-85,686%
ამ მონაცემების მიხედვით ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გახდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა.
ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა
გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით
ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში
ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტიურად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ
ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.
პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი
ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით, შეუფერხებლად, მარტივად
გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და
აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა.
აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია საერთაშორისო ვენდორ კომპანია
„სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც წარმატებით გრძელდება არჩევნების მოდერნიზების
პროცესი.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ კომპანია „Pro V&V”-ს, რომელმაც უკვე მეორედ,
პროფესიულ დონეზე განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი და არ
დატოვა კითხვები არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მადლობას ვუხდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო
სუბიექტებს, მედიას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. თქვენმა
ჩართულობამ, დაკვირვებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო მოქალაქეების ინფორმირებას, პროცესის
გაშუქებასა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის განსაკუთრებულ
მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, როგორც საუბნო ასევე საოლქო დონეზე, რომლებმაც შეძლეს
კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მათი თავდადება, მოთმინება, პროფესიონალიზმი
და პასუხისმგებლობა იყო ის საიმედო საფუძველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი დღის
წარმატება.
ყველა მონაწილე მხარის მიერ ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ
არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურაა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს
საშუალებას, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ წინასწარი
პირველადი შედეგები.
აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებს საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების
მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება
შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც
შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო
უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე
results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის არჩევნები კომპლექსური პროცესია. ტრადიციული
საარჩევნო უბნების შემთხვევაში გამოყენებული იყო სამი ბიულეტენი, ხოლო მოდერნიზებულ
უბნებზე კი გამოყენებული იყო სამ სვეტად დაყოფილი ერთი ბიულეტენი. ტრადიციულ უბნებზე
ხელით დათვლის შედეგები ასევე განთავსდება ვებგვერდზე, მანამდე კი წარმოგიდგენთ
დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების
მერების არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს.
წარმოგიდგენთ პროპორციულ შედეგებს დედაქალაქის შემთხვევაში - 584 საარჩევნო უბნიდან
დათვლილია 573 საარჩევნო უბნის შედეგი.
თბილისი პროპორციული
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ 3020 1.019
3 „კონსერვატორები
საქართველოსთვის“
12811 4.321
5 „ჩვენი გაერთიანებული
საქართველო“
1720 0.58
7 „თავისუფალი საქართველო“ 2647 0.893
8 „საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი“
3151 1.063
9 ძლიერი საქართველო-ლელო 29807 10.054
11 „საქართველო“ 943 0.318
12 მწვანეთა პარტია 1906 0.643
14 „სახალხო ხელისუფლება“ 761 0.257
25 „გახარია საქართველოსთვის“ 9483 3.199
36 გირჩი 22230 7.498
41 ქართული ოცნება 207985 70.155
თბილისი მერი
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
1 თეიმურაზ ბოკელავაძე
„მამული, ენა, სარწმუნოება“
2243 0.763
3 ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები
საქართველოსთვის“
12110 4.121
7 კახა კუკავა
„თავისუფალი საქართველო“
4313 1.468
8 ოთარ ჭითანავა
„საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი“
2594 0.883
9 ირაკლი კუპრაძე
ძლიერი საქართველო-ლელო
36612 12.459
11 გიორგი ლილუაშვილი
„საქართველო“
1299 0.442
12 გიორგი გაჩეჩილაძე
მწვანეთა პარტია
2289 0.779
36 იაგო ხვიჩია
გირჩი
22122 7.528
41 კახა კალაძე
ქართული ოცნება
210280 71.557
რუსთავი მერი
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
25 თამარ კეკენაძე
„გახარია საქართველოსთვის“
2717 8.067
41 ნინო ლაცაბიძე
ქართული ოცნება
30962 91.933
ქუთაისი მერი
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
11 გიორგი ამაღლობელი
„საქართველო“
2686 6.293
25 პაატა ზაქარეიშვილი
„გახარია საქართველოსთვის“
3444 8.07
41 დავითი ერემეიშვილი
ქართული ოცნება
36549 85.637
ფოთი მერი
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
41 ბექა ვაჭარაძე
ქართული ოცნება
13474 100
ბათუმი მერი
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
1 თამარ მიქელაძე
„მამული, ენა, სარწმუნოება“
1232 2.354
5 ზვიად კვირიკაძე
„ჩვენი გაერთიანებული
საქართველო“
2235 4.271
25 გოჩა გუგუნავა
„გახარია საქართველოსთვის“
5444 10.402
41 გიორგი ცინცაძე
ქართული ოცნება
42156 80.55
42 კახაბერ ცისკარიძე
დამოუკიდებელი
1268 2.423
დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაგიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება .ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ YOUTUBE გადაცემაში “ორშაბათობა”…
სამშაბათი ნოემბერი 18
In სპორტისაშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიანინო ზარიძე-მაღრაძე: ნუ დაელოდებით დაავადების სიმპტომებს, დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე! „როცა…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიაუახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18,…
ორშაბათი ნოემბერი 17
In საზოგადოება,გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება და დემოკრატიული ოპოზიციის…
ოთხშაბათი ნოემბერი 12
In პოლიტიკასაქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მინისტრთა…
კვირა ნოემბერი 09
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, განყოფილებების, ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებს და ტერიტორიულ ერთეულებში მერის…
ოთხშაბათი ნოემბერი 05
In პოლიტიკაქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოთხმა წევრმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.გიორგი კიკვაძის, დავით ნიშნიანიძის, შალვა მშვილდაძისა და…
ოთხშაბათი ნოემბერი 05
In პოლიტიკაგვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
პარასკევი ოქტომბერი 31
In პოლიტიკა