2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით და 42.5 პროცენტს შეადგენს.
„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.7 პროცენტული პუნქტით.
2021 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 3.5 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.9 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.9 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.7 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.8 პროცენტული პუნქტით.
2021 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.0 და 0.4 პროცენტული პუნქტით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.4-ჯერ გაიზარდა.
2021 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 500 853 ვიზიტორი ეწვია. ვიზიტორთა შორის 48% საქართველოს (242 601), ხოლო 52% (258 252) სხვა ქვეყნის მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 10.4 -ჯერ.
2021 წელს, 9 თვის განმავლობაში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია შემდეგ ტერიტორიებს:
1. მარტვილის კანიონი
2. პრომეთეს მღვიმე
3. ყაზბეგის ეროვნული პარკი
4. ოკაცეს კანიონი
5. მტირალას ეროვნული პარკი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტი „თეთრა მღვიმე”, ასევე, საქართველოში პირველი, მრავალფუნქციური ეკოტურისტული სივრცის, წალკის კანიონის ნაწილი, სადაც მოგზაურობა ჩანჩქერამდე მიმავალ ახალ ბილიკზეა შესაძლებელი, ოკაცეს ჩანჩქერზე განახლდა 700 მეტრიანი ზიპლაინი, მოეწყო ახალი ბილიკები, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში, სათაფლიაში.