საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით ქუთაისს კომპანია Wizz Air- ის ტოპ მენეჯერები სტუმრობდნენ-Wizz Air- ის დირექტორი ოვეინ ჯონსი და აეროპორტის განვითარების მენეჯერი ვიქტორია სულე. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს, ასევე DMO იმერეთის ორგანიზებით, მოეწყო ექსკურსია ვანის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ქუთაისში.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქუთაისის განახლებული აეროპორტი დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.