27 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. მოქალაქე ნათია ცეცხლაძე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა. მას განუმარტეს, რომ ის სპეც სიაში ირიცხება. ნათია ცეცხლაძის თქმით, მას სპეც სიაში ჩასმა არ მოუთხოვია. ის არის მედიკოსი და 2 დღის უკან გაიკეთა ტესტი კორონავირუსზე, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო.