1 ივლისს საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2021“ დახურება. ცერემონია ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში გაიმართება.
1 ივლისს საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2021“ დახურება. ცერემონია ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში გაიმართება.
კინოთეატრ „საქართველოში,, რეზო გაბრიაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კინოჩვენებები გაიმართა.,,არაჩვეულებრივიგამოფენა,, ,,შერეკილები,, ,,ფეოლა,, ,,ჰარი ჰარალე დედაო,,- ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელთა ნახვის საშუალებაც მაყურებელს რეზო ჩხეიძის სახელობის კინოდარბაზში დღეს აქვს.
ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია, ღონისძიება ქუთაისის მერიის ორგანიზებით იმართება.
ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 6 ივნისს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი, საერთაშორისო ფესტივალ ,,თეატრალური იმერეთი“ -ს ფარგლებში მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგა. დასმა ავთანდილ სახამბერიძის რეჟისორობით, ოთარ ბაღათურიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ მეფე ლირი თავშესაფარში“ წარმოადგინა. მსახიობებმა მოხუცთა თავშესაფრის მობინადრეების ტრაგიკული ისტორიები, მაყურებლამდე სევდანარევი იუმორით და მაღალმხატვრული სასცენო ოსტატობით მიიტანეს.
წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება. ფესტივალის მონაწილეებს პროფესიული ჟიური შეაფასებს.
საერთაშორისო ფესტივალს “თეატრალური იმერეთი” მეთორმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ღონისძიება ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ. ფესტივალი 17 ივნისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდება.
UNESCO-ს სპეციალისტები გელათში არსებული ხარვეზების შესასწავლად იმყოფებიან, მათი ვინაობა უცნობია. მედიისა და ტურისტებისთვის სამონასტრო კომპლექსში შესვლა აკრძალულია. ადგილზე იმყოფება კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე,როგორც მან განაცხადა, ექსპერტები არსებულ მდგომარეობას ეცნობიან, შეისწავლიან, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები.
გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი . თორნიკე ბარათაშვილის თქმით , მეტი სანდოობისთვის ცნობილი უნდა გახდეს ექპერტების ვინაობა, რადგან „უცხოელი“ არ ნიშნავს ნდობის გარანტიას . გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადახურვის პროცესში არსებული პრობლემების გამო კი დროებითი გადახურვა გახდა საჭირო.
95 წლის ასაკში ქუთაისელი მხატვარი, არქიტექტურის რაინდი გივი თოდაძე გარდაიცვალა.გივი თოდაძე ქუთაისში დაიბადა, თბილისში დაამთავრა სამხატვრო აკადემია, იყო ქუთაისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
ძირითადი ნამუშევრები: მაუდის ფაბრიკის საბავშვო ბაღი (ქუთაისი, 1957, არქიტ. თ. კოპტანაშვილთან ერთად); რუსთაველის სახელობის ხიდი (1965; ინჟ. გ. ჩომახიძე), სამხატვრო გალერეა (1976, არსებული შენობის რეკონსტრუქცია არქიტ. ს. გაგუასთან ერთად); მეგობრობის მემორიალი "ნიკეა - ქუთაისი" (1985, არქიტ. გ. ჯაბუასთან ერთად, მოქანდაკე – გ. ნიკოლაძე); ქორწინების სახლი (თერჯოლა, 1965), სამხატვრო გალერეა (თერჯოლა, 1967)
ქუთაისში , 2008 წლის აგვისტოს ომის მემორიალზე გაკეთებული წარწერა- ,,8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი,,…
ორშაბათი აპრილი 06
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31…
ორშაბათი აპრილი 06
In საზოგადოებაქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია განხორციელდა.სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მიყვა გაკეთებულ წარწერას-,,8…
ორშაბათი აპრილი 06
In საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია…
კვირა აპრილი 05
In რელიგიაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის…
შაბათი აპრილი 04
In საზოგადოება