კორონავირუსი მსოფლიოს ახალი ძალით უტევს . ეს უკვე მეორე ტალღის დასაწყისია . დაინფიცირებულთა რაოდენობა 12 მილიონს აღწევს., აქედან აშშ-ში 3 მილიონზე მეტია. მძიმე მდგომარეობაა რუსეთსა და ინდოეთშიც. აზერბაიჯანში უკვე 20 ათასამდე დაინფიცირებულია, სომხეთში- 28 ათასი.
ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც ერთი თვის წინ შეზღუდვები მოხსნეს, კატასტროფულად იზრდება ვირუსით დაავადებულთა რიცხვი.
საქართველო ჯერჯერობით მწვანე ზოლის სტატუს ს ინარჩუნებს, თუმცა სპეციალისტები მეორე ტალღის მოლოდინში არიან.