ქუთაისში კორონა ვირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.
პაციენტი 61 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში საკუთარი სურვილით მივიდა.
სწრაფმა ტესტმა კორონა ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა, მოგვიანებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებმაც იგივე დაადასტურა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს მთავარი ექიმის განმარტებით პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.