ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
44 წლის ქალი წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან გუშინ გადმოიყვანეს, პაციენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის, კლინიკაში კოვიდ-19 ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა