BBS ,,სამ მუშკეტერზე’’
BBS ,,სამ მუშკეტერზე’’
კორონავირუსის ახალი შემოტევა მსოფლიოში
კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეები აქტუალურობას არ კარგავს. უფრო და უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ვაქცინის შექმნას, თუმცა მანამდე პანდემიასთან ბრძოლის ,,დექსამეტაზონისეული’’ მეთოდი გახდა მსჯელობის საგანი.
როგორც ცნობილია, ,,დექსამეტაზონი’’ კოვიდით დაავადებულ მსუბუქ პაციენტებზე გავლენას არ ახდენს, სამაგიეროდ მძიმე ფორმის პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში- ვისაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდება, ან ხელოვნურ ვენტილაციაზეა- კარგი შედეგები აჩვენა. ამ იაფმა პრეპარატმა შეამცირა სიკვდილიანობა 40-დან 28 პროცენტამდე.
პრეპარატით მკურნალობა ათი დღე გრძელდება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ,,დექსამეტაზონის’’ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში ეს სიახლე სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.
ავტორი ანი გურამიშვილი
პირველად დასავლეთ საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკაში "საროველის" პაციენტთა სკოლა დაფუძნდა
ვრცლად იხ. სიუჟეტი.
ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.
წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.
წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.
დღეს, 1 ივნისს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - ნინოობას ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.
წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად მიიჩნევენ.
ნინოს მამა იმპერატორ მაქსიმიანეს მხედართმთავარი ყოფილა. შემდეგ მას სამსახურისთვის თავი დაუნებებია და იერუსალიმში წასულა, სადაც შეურთავს იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და სუსანა. ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. იერუსალიმიდან ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. შემდეგ ნინო საქართველოში წამოსულა. მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ტოტისგან ("ნასხლევისაგან") გაკეთებული ჯვარი. ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით ნინოს მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მას მეტსახელად "ტყვესაც" ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ, ნინოს რჩევით, მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს მისიონერული მოღვაწეობა განუგრძია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთშიც ასულა და წილკნელები, ჭართალელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვლილა, სადაც დაუკრძალავთ კიდევაც.
ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი - IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.
ქუთაისი–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზიდან…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოება26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებაწყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ…
შაბათი ივლისი 25
In სპორტიტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნა. ჰაბი პრემიერ-მინისტრმა გახსნა . ,,მოხარული ვარ,რომ დღეს…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოება