დღეს კორონავირუსის 2 295 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის იმერეთში - 387, თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში - 387, ქვემო ქართლში - 166, შიდა ქართლში - 133, გურიაში - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 97, კახეთში - 47, მცხეთა-მთიანეთში - 33, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - არ დაფიქსირებულა შემთხვევები.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა.
24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 , აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 381 შემთხვევა დაფიქსირდა.