ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარი შეიყვანეს, ინფიცირებული 102 წლისაა, კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.
ამ დროისათვის კლინიკაში სულ 76 პაციენტი მკურნალობს , 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, ვირუსის დადასტურებული დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში ჩვილებიც მკურნალობენ.