კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრი 6-მა გამოჯანმრთელებულმა ორსულმა და მელოგინემ დატოვა. 5 მელოგინე კლინიკიდან ჩვილებთან ერთად გაეწერა. ამ დროისთვის კლინიკაში 20 ორსული, მელოგინე და 4 ჩვილი რჩება. ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნაწილის საშუალო სიმძიმისაა.
„ჩვენი კოვიდცენტრი დასავლეთ საქართველოში ერთადერთია, რომელიც კოვიდდადებით ორსულებსა და მელოგინეებს იღებს. მომართვიანობაც შესაბამისად მაღალია. პაციენტები გვყავს როგორც აჭარიდან, ისე იმერეთიდან. ჩვენს კოვიდცენტრში 20 ახალშობილი დაიბადა, მათ შორის ორი ტყუპი. 26 პაციენტიდან 6 სახლებში გამოჯანმრთელებული გაეწერა. ველოდებით ბათუმიდან მძიმე მდგომარეობაში გადმოყვანილი პაციენტის ჩვილის ლაბორატორიული კვლევის შედეგს. ქალბატონს ჩვენთან ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და თუ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდება, დედა და ახალშობილი კლინიკას დატოვებენ,“-ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.