ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 13 ადამიანს კოვიდ 19 აქვს დადასტურებული, აქედან 10 თანამშრომელია, ხოლო 3 ბენეფიციარი. პანსიონატის დანარჩენი წევრები კარანტინში იმყოფებიან.
დირექტორის , მალხაზ ბადირეიშვილის ინფორმაციით, 3 მოხუცი მკურნალობას საჩხერის სამედიცინო კლინიკაში გადის და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად ელოდებიან რამდენიმე თანამშრომლის ტესტის პასუხებს , რის შემდეგაც გაირკვევა გაიზრდება თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობა.