საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა.
საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა.
კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 34-ე პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა.
70 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული „კოვიდ 19“-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს.
მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
მეთხუთმეტე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის, ელისო ჯიბლაძის განცხადებით, დაინფიცირებულს თანამშრომლებთან კონტაქტი არ ქონია და სასწავლო დაწესებულებაში სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება.გადადების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
,,გუშინ დაუდასტურდა ერთ-ერთ პედაგოგს ვირუსი. მინდა გითხრათ, რომ ეს ქალბატონი, დაინფიცირდა ოჯახის წევრისაგან, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ დაწესებულებაში. გარკვეულია დღე, როდესაც მას ქონდა კონტაქტი ოჯახის წევრთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის იყო იზოლირებული, არანაირი შეხება სკოლის არც ერთ თანამშრომელთან, მოსწავლეებთან ან მშობლებთან არ ქონია,,-განაცხადა ელისო ჯიბლაძემ.
დღეს კორონავირუსის რეკორდული-314 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 22 იმერეთში დადასტურდა. აჭარაში-225,
თბილისში - 35, სამეგრელო ზემო-სვანეთი- 18, შიდა ქართლი- 9, სამცხე-ჯავახეთი- 3, გურია-1 და ქვემო ქართლი-1 .
გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი.
დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ნაწილმა დატოვა. კლინიკიდან დაახლოებით 15-მდე პაციენტი ბინაზე გაეწერა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 8 კივიდინფიცირებული პაციენტი გადაიყვანა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი ქუთაისიდან,ნაწილი კი აჭარიდან არიან. რვავე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე ინფორმაციით, მედიკოსებმა კიდევ ორი პაციენტი გამოაჯანმრთელეს ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.
"24 საათის განმავლობაში მივიღეთ 8 კოვიდდადებითი პაციენტი გავწერეთ ორი გამოჯანმრთელებული. ახალი პაციენტებიდან ნაწილი აჭარის,ნაწილი ქუთაისის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფულებაში, ამ დროისთვის 55 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას,ხოლი 103-მა ვირუსი დაამარცხა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა. ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად,…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაკერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა…
სამშაბათი სექტემბერი 15
In განათლებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო…
ორშაბათი სექტემბერი 14
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკა