კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ბაგრატის ტაძარში წვიმის წყლის ჩასვლის შესახებ საუბრობს.დღეს ნიკოლოზ ანთიძე ქუთაისში იმყოფებოდა და ბაგრატის ტაძარი მოინახულა.ინფორმაცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ბაგრატის ტაძარში წვიმის წყლის ჩასვლის შესახებ საუბრობს.დღეს ნიკოლოზ ანთიძე ქუთაისში იმყოფებოდა და ბაგრატის ტაძარი მოინახულა.ინფორმაცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა.
გელათის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით , დღეს გელათში ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლებმა , ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა , სასულიერო პირებმა,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობისა და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებზე არსებული ვითარებისა და დროებითი ღონისძიებების შესახებ ერთობლივად იმსჯელეს. მიმოიხილეს არსებული ხარვეზები , კედლის მხატვრობის მდგომარეობა და დასახეს მათი გამოსწორების გზები.
,,სამწუხაროდ , ხდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება, რომ მთელ ტაძარში ჩამოვიდა წყალი.ეს ასე არ არის,მაგრამ, რადგან მოხდა გაჟონვა, ვალდებულები ვართ მთელი ტაძარი დავიცვათ.ეს დაცვითი სამუშაოები ჩატარებულია. როგორც ხედავთ, დღეს წყალი არ ჟონავს,, -განაცხადა მეუფე იოანემ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა.
,,გელათი დროებით სახურავშია, წყლის ჩადინება აღარ ფიქსირდება, მხატვრობას გამოშრობა აქვს დაწყებული.მაგრამ ეს არ გავძლევს დამშვიდების საფუძველს. ეს არის დროებითი ღონისძიება და დროებით ღონისძიებას უნდა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები .მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან, სპეციალისტებთან, რომლებიც სახურავის მოწყობაში დაგვეხმარებიან.,, - განაცხადა ნიკა ანთიძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ქუთაისის ოპერის თეატრი იუბილარია.თეატრს დაარსებიდან 51 წელი შეუსრულდა.წელს პანდემიიდან გამომდინარე საზეიმო ღონისძიებები ვერ გაიმართა. იგეგმებოდა პრემიერა კვერნაძის ოპერის "იყო მერვესა წელსა".როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, პრემიერა შემზღუდავი რეგულაციების გაუქმების შემდეგ შედგება.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1969 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე, მთავარი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათის ტაძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
80 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა.
გოგი ქავთარაძე მონაწილეობდა 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი .
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ქუთაისში თეატრალური ფესტივალი"თეატრალური იმერეთი 2020“ გაიხსნა.
დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაგიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება .ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ YOUTUBE გადაცემაში “ორშაბათობა”…
სამშაბათი ნოემბერი 18
In სპორტისაშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიანინო ზარიძე-მაღრაძე: ნუ დაელოდებით დაავადების სიმპტომებს, დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე! „როცა…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიაუახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18,…
ორშაბათი ნოემბერი 17
In საზოგადოება