წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს დირექტორს კოვიდ 19 -ი დაუდასტურდა. მაკა გაბადაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობის კურსს სახლში გადის.
წყალტუბოს კოვიდკლინიკაში 34 საწოლია. ამჯერად 12 პაციენტს მკურნალობენ, მათ შორის 4 70 წელს გადაცილებულია.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, ბოლო 4 დღეა ინფიცირებულთა რაოდენობის კლება შეინიშნება.