ბაღდათის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე კორონავირუსის 404 აქტიური შემთხვევაა.სულ მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ი 962 პაციენტს აქვს დადასტურებული, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 558 ,ხოლო თვითიზოლაციაში 198 ადამიანი იმყოფება. დღეს ბაღდათში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო პანდემიიდან დღემდე ჯამში 11 ადამიანი დაიღუპა.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მედიკოსებს შორის ინფიცირებული არც ერთი ექიმი არაა.
ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნატო მაჩიტაძის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, რასაც ის დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებს.