ცნობილი მსახიობის, უშანგი ჩხეიძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრალური ფესტივალი 28 ნოემბერს გაიხსნა, რომლის ფარგლებში ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი სხვადასხვა თეატრების დასებს მასპინძლობდა.
ნომინაციებში გამარჯვებულები :
მამაკაცის საუკეთესო ეპიზოდური როლი - ანდრია ვაჭრაძე (რუსთავის თეატრი )
ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლი - მარიამ არღუთაშვილი (ერისთავის თეატრი)
მამაკაცის საუკეთესო სახასიათო როლი - თორნიკე კაკულია (ფოთის თეატრი )
ქალის საუკეთესო სახასიათო როლი - ნათია მელაძე (რუსთავის თეატრი )
მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლი - კონსტანტინე ფოცხვერაშვილი (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
ქალის საუკეთესო დრამატული როლი - ანიკო შურღაია (ფოთის თეატრი )
საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი - კონსტანტინე ფურცელაძე (ფოთის თეატრი)
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - კონსტანტინე ეჯიბაშვილი (ფოთის თეატრი )
საუკეთესო სცენოგრაფია - დავით აბრამიშვილი ( ერისთავის თეატრი)
თოჯინების საუკეთესო ავტორი - ვახტანგ ქორიძე (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
საუკეთესო კოსტიუმების მხატვარი - ხატია დავითაშვილი (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი - საბა ასლამაზიშვილი (ფოთის თეატრი )
მაყურებლის რჩეული სპექტაკლი - "ჰამლეტი" (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
გრან-პრი (საუკეთესო სპექტაკლი) - "ჰამლეტი" (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრმა მაყურებელს მორიგი პრემიერა შესთავაზა.
დასმა ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს" გუდუნა სახამბერიძის რეჟისურით წარმოადგინა.
მსახიობებმა, მაყურებლის საყავარელი პერსონაჟები საინტერესოდ განასახიერეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრის დასის რეპერტუარი წლიდან წლამდე იზრდება და მრავალფეროვანი ხდება.
" მე ვხედავ მზეს" წელს დასისითვის რიგით მეოთხე ახალი სპექტაკლია.