ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 747 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 908 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 515 პირი, ხოლო გარდაიცვალა 37 ადამიანი.
თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 259, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 145, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 196. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, აქედან იმერეთში - 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან იმერეთში - 74.
1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 112 - იმერეთში.
12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში - 13.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი, აქედან იმერეთში - 4 887.