იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების კლინიკურ მართვაზე ისაუბრა. მხარის რწმუნებულმა სახლის პირობებში და საკარანტინე სივრცეებში მსუბუქი შემთხვევების მართვის გეგმა კიდევ ერთხელ განიხილა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში უსიმპტომო პაციენტების მართვა ბინაზე, ექიმების მეთვალყურეობით მოხდება.
,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა ,სადაც ბრიფინგი გამართა. გიგა შუშანიას განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი, კვლავ საფრთხის წინაშეა. მისივე თქმით ტაძრის სახურავის დაზიანებული ნაწილის თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს, ამით კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხარვეზების განცხადებით ხელისუფლების მიზანია , პრობლემა არჩევნებამდე დამალოს, რასაც მისი შეფასებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ეწირება.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამჟამად, საავადმყოფოში 52 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 24 ბავშვია. 3-ის პაციენტის მდგომარეობა ა მძიმეა. 21 კოვიდდადებითი სიმპტომურ მკურნალობას გადის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სულ იმერეთის მასშტაბით 1768 ტესტი ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსი 27 ადამიანს დაუდასტურდა. ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ნაწილი უკვე ცნობილ კლასტერებს უკავშირდება, ნაწილი იყო თვითიზოლაციაში და მათგან ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. თუმცა გამოვლინდა კიდევ ახალი კლასტერი, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს.
ჯამში იმერეთის კლინიკებში 301 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდმიმღებ სასტუმროში 77 ადამიანია განთავსებული.დღეიდან იმერეთში უსიმპტომო პაციენტებს ბინაზეც უმკურნალებენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ერთ-ერთი სახინკლის თანამშრომელს დაუდასტურდა. 41 წლის მამაკაცი სახინკლე ,,საჩვენოში,, ბარმენად მუშაობდა. ვირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის 5 წევრს და კვების ობიექტის კიდევ ხუთ თანმშრომელს .ინფორმაციას ადასტურებს ბაღდათის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო მაჩიტაძე.მისი თქმით კონტექტების მოძიება მიმდინარეობს, თუმცა ვინაიდან სახინკლეს ყოველდღიურად ბევრი ადამიანი სტუმრობდა, სავარაუდოდ კონტაქტები მრავალრიცხოვანია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, - ამის შესახებ…
ორშაბათი მაისი 25
In ეკონომიკაქართული კლასიკო- თბილისის ,,დინამოსა,, და ქუთაისის ,,ტორპედოს,, შეხვედრა დღეს თბილისში გაიმართა. თამაში ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა,…
კვირა მაისი 24
In სპორტისაქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 24…
კვირა მაისი 24
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერის“ საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და…
პარასკევი მაისი 22
In საზოგადოება