ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 747 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266 462-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.6%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.9%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 259 228-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 377 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 138, ქვემო ქართლი - 25, შიდა ქართლი - 69, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 831, საიდანაც: 1 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 816, აჭარაში - 152, იმერეთში - 446. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 395 პირი, მათ შორის, თბილისში - 168, აჭარაში - 38, იმერეთში - 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 69, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 112 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 1 753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 113, ხოლო აჭარაში - 44.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 864 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 112 პირი, აჭარაში - 609, იმერეთში - 1 204.