გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ინფორმაციით,მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები (გუმბათის ჩათვლით) დასკვნით ფაზაში შევიდა.

გერმანელი კონსტრუქტორები მთავარი ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის დასკვნით სამუშაოებს აწარმოებენ. რამდენიმე კვირიანი შეფერხებები, რომელიც მასალის მოწოდებასთან იყო დაკავშირებული, აღმოფხვრილია და ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის ურთულესი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე კვირაში მთლიანად დასრულდება.

დღეს ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურსის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება გახსნა კონკურსის იდეის ავტორმა და თანადამფუძნებელმა, მევიოლინე ზანდა კიკვაძემ.
საპატიო სტუმრის სტატუსით კონკურსს ესწრებოდა მიტროპოლიტი იოანე
ღონისძიებაზე ვიდეო ფორმატით იქნა წარმოდგენილი ლიანა ისაკაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა . დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მისი ხსოვნას.
კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელი და ჟიურის წევრია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი, პედაგოგი, ლიანა ისაკაძის მემკვიდრე.
ჟიური დაკომპლექტებულიამსოფლიო მასშტაბით აღიარებული მუსიკოსებით:
მიქაელ შტრიხარცი (გერმანია) – ჟიურის თავმჯდომარე, ვირტუოზი მევიოლინე და პედაგოგი, მრავალი საერთაშორისო პრემიის მფლობელი;
ზანდა კიკვაძე – მევიოლინე, პედაგოგი, დირექტორი, ორგანიზატორი;
რაუფ მუსაევი (თურქეთი) – საყვირზე შემსრულებელი, პროფესორი, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი;
რევაზ ჯავახიშვილი – ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი, ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი.
კონკურსის ორგანიზატორია ა(ა)იპ „არტ ვირტუოზი“ ,გენერალური სპონსორი კი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაა.