მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების თანახმად სინოდის 9 წევრი საპატრიარქო არჩევნებს ავტომატურად ეთიშება.
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულების თანახმად, საპატრიარქო კანდიდატად არ შეიძლება დასახელდეს მღვდელმთავარი რომლიც ასაკით არის არა ნაკლებ 40 წლისა და არა უმეტეს 70 წლისა. (იხილეთ: საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თავი IV, §2, მუხლი დ.)
მოქმედ სინოდში ყველა მღვდელმთავარი ასაკით 40 წელს აღემატება, მაგრამ სინოდის შემადგენლობაში შედიან 9 მღვდელმთავარი, რომლებიც არიან 70 წლის ან აღემატებიან ამ ასაკს.
იმ შემთხვევაში თუ სინოდი გადაწყვეტს მართვა-გამგეობის დებულების შეცვლას, მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების თანახმად მხოლოდ სინოდს ამის უფლება არ აქვს, ამისთვის საჭიროა მოწვეული იყოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. (იხილეთ: საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თავი III, §2, მუხლი 2)
მღვდელმთავრები რომლებიც მოქმედი მართვა-გამგეობის დებულებით ვერ დასახელდებიან საპატრიარქო კანდიდატებად:
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) - 70 წლის;
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) - 77 წლის;
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) - 76 წლის;
ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) - 72 წლის
წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) - 75 წლის;
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე) - 86 წლის;
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) - 79 წლის;
გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა) - 72 წლის ;
სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) - 75 წლის.
წყარო-მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის ტაძარში რამდენიმე წუთში დაკრძალავენ.ილია მეორის ხსოვნას პატივი ქუთაისშიც მიაგეს. მრევლი ბაგრატის ტაძარში შეიკრიბა.
ილია მეორის ნათლულებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ბაგრატის ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.მათ ცაში სიმბოლურად თეთრი ბუშტები გაუშვეს და წუთიერი დუმილით პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.



ფოტო ,,ქუთაისი,,