ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური აცხადებს ყოველწლიურ ფოტოკონკურსს „ილო - 2025“.
ფოტოკონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები (მოყვარულები და პროფესიონალები) და ხელი შეუწყოს ქუთაისში ფოტოგრაფიის განვითარებას.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ძირითად კონკურსში - თემაზე „პროფესია პორტრეტში”, ასევე, 2 რუბრიკაში - ,,ქალაქის ურბანული რიტმი“ და „ტრადიცია ობიექტივში“ .
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2025 წლის 2 ოქტომბრიდან 2025 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 4 ნოემბერს.
საკონკურსო ფოტოფაილები, განაცხადთან ერთად, მიიღება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი #3, I სართული) ან ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
27 სექტემბრიდან – 2 ოქტომბრის ჩათვლით, თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება.გახსნა ხვალ,19:00 საათზე არის დაგეგმილი.
6 დღის განმავლობაში კინოთეატრ ,,საქართველოში,, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს . კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის 2025 წლის ჟიურის თავჯდომარე რეჟისორი ნანა ჯანელიძე.მის გარდა ჟიურის კიდევ 4 წევრი ყავს .
ისინი ერთობლივად შეაფასებენ საკონკურსო ფილმებს და გასცემენ ოქროს დინოზავრებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი და საუკეთესო ფილმი.
წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანა იქნება იტალია, რის ფარგლებშიც გაიმართება: პიერ პაოლო პაზოლინის, ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას ნამუშევრების რეტროსპექტივები. ფესტივალს ეწვევა იტალიელი რეჟისორი ბენიამინო ბარეზე და ნაჩვენები იქნება მისი ფილმი - “დედაჩემის გაუჩინარება”. სპეციალური სტუმარი იქნება ფილმის მთავარი პერსონაჟი, მოდელი და ჟურნალისტი ბენედეტა ბარძინი.
გაიმართება ლუის ბუნიუელისა და რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმების საიუბილეო ჩვენებები.
დასწრება თავისუფალია.