ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში პრეპარატი ,,რემდესივირი,, კორონავირუსით ინფიცირებულ ოცამდე პაციენტთან გამოიყენეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბობს, ოცივესთან დადებითი შედეგი აჩვენა.
,,ამ პაციენტის გამოყენება ყველა პაციენტთან არ ხდება.არსებობს სპეცილაური კომისია, სადაც იგზავნება პაციენტის ისტორია, უნდა დაენიშნოს თუ არა ,,რემდესივირი,,-აცხადებს ნოდარ მაღლაფერიძე.
ზოგადად ქვეყნის მასშტაბით კი „რემდესივირზე“ კომისიაში მოთხოვნა 178 პაციენტზე გაკეთდა , აქედან 167 დაკმაყოფილდა .
ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 ადამიანი მკურნალობს,მათ შორის 3 არასრულწლოვანია.პაციენტებიდან 2 მართვით სუნთქვაზეა.დღეს კლინიკა ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.