წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ყოველთვიურ შეხვედრებს აქტიურად იყენებს პრობლემათა პრიორიტეტებად დაყოფა-ადვოკატირებისთვის.მიმდინარე თვეებში ადვოკატირების პროცესი დაეთმობა მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობას და მისი გადაწყვეტის გზების ძიებას.
მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს დევნილთა პრობლემური კორპუსების ,,ნესტდამცავი,, მასალით შეფუთვაზე.აღნიშნული საკითხი, რადგან დიდ რესურსს მოითხოვს ფინანსურად,ამიტომ ადვოკატირება ცენტრალურ დონეზე გადაწყდა.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროექტის ,,ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის,, (UN WOMEN) ფარგლებში.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ადვოკატირების პროცესს.
ჯგუფი მუშაობს ჭომის დევნილთა დასახლებაში არსებული დანესტილი კორპუსების შეფუთვის საკითხზე.ასევე,გაბისკირიას ქუჩაზე არსებული გზის საფარის მოწესრიგებაზე.
მიმდინარეობს ახალი პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია,რათა ეტაპობრივად მოხდეს დევნილთა ჩასახლებებში სოციალური პროფილის გაუმჯობესება.
გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო აქტები - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე, რომელიც ქუთაისში ჩატარდა პედაგოგებისთვის. მონაწილეები წარმოადგენდნენ 6 მუნიციპალიტეტს: ჩოხატაური, ვანი, ხონი, ზუგდიდი, წყალტუბო და ბაღდათს.
სენაკის ქალთა სამუშაო გუნდმა ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავა.
-ჩვენ მივყვებით ადვოკატირების გეგმას. სამუშაო გეგმიდან გამომდინარე ყველა ეტაპი გათვლილია და გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. პარალელურად, ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ,რათა აქტიურობის მუხტი არ შენელდეს-მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.
იდენტიფიცირებულ პრობლემებს შორის გამოიკვეთა დევნილთა დასახლებაში ტრენაჟორების დამონტაჟების საკითხი,ასევე აქტუალურად ჩაითვალა გაზონების გაწმენდა სარეველა ბალახებისგან.ორივე პრობლემა მოითხოვს თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან.ამ პროცესში ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან.
ჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვა21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება.მათი სახელობის ეკლესია ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე მდებარეობს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა…
პარასკევი ნოემბერი 21
In რელიგიაქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი დავით…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასამშაბათს, 25 ნოემბერს, ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. აქცია…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ოთხშაბათი ნოემბერი 19
In საზოგადოება