იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის
2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა ნამახვანჰესტან დაკავშირებით ისაუბრა.სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
,,ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ვხვდებით საზოგადოების მხრიდან დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი მაგალითია ,,ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირება. ერთი მხრივ ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და ვუთანაგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს. მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგო-დამოუკდიებლობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს. ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის. სასურველია შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით. ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ქუთაისში, „9 აპრილის“ მემორიალთან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირებს. დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი მამა მატათამ გადაიხადა. იქვე , 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტო - გამოფენა მოეწყო.
„ქართველი ხალხისთვის ეს დღე განსაკუთრებულია, გარდა იმისა, რომ 9 აპრილს ერმა დამოუკიდებლობის ნება გამოხატა, მომხდარიდან ორ წელიწადში ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. მადლობა მათ, ვინც იბრძოდა და შეეწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას!“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
, 32 წლის წინ ჩვენი საზოგადოების ერთობამ და ერთიანობის სურვილმა მიგვიყვანა სწორედ დამოუკიდებლობამდე. ჩვენი გმირები სახელს უკვდავყოფთ და გადავცემთ მომავალ თაობას. ეს ადამიანები არიან მაგალითი ჩვენი მომავალი ერთობის და იქნებიან საწინდარი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას და დავასრულებთ ოკუპაციას“ - ზვიად შალამბერიძე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე…
სამშაბათი ივლისი 28
In ეკონომიკაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოება"საზაფხულო ბანაკი 2026-ის" პირველი ნაკადი ბაკურიანში გაემგზავრა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 13-დან 17…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებარუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ…
ორშაბათი ივლისი 27
In საზოგადოება