შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად არაერთგზის გამოძალვა ედება.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს - 1988 წელს დაბადებულ ი.კ.-ს მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს, მუქარით 4050 ლარი გამოსძალა.
არაერთგზის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის ქალაქ დორტმუნდიდან პანდემიის პირობებში, პირველი ავიარეისი შესრულდა. ამ ეტაპზე, ავიაკომპანია Wizz Air -ი ქუთაისის-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე 3 რეისს მხოლოდ საახალწლო პერიოდში განახორციელებს.
რეისები 18, 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.
მგზავრებს აეროპორტში ქუთაისის მერი დახვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განახლება, თუნდაც დროებით, მნიშვნელოვანი ფაქტია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობისთვის.
დიდი იმედი გვაქვს, რომ პანდემია მალე დასრულდება და ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელებული ფრენები არათუ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ კიდევ უფრო ხშირი და მრავალმიმართულებიანი იქნება,,-იოსებ ხახალეიშვილის განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.