ნამახვანჰესის მოწინაამდეგეებს ნამოხვანში პროტესტის გადასატანად სახელმწიფომ 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა.ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. აღნიშნული ლოკაციები კი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა პოლიციასთან ერთად დაათვალიერეს და განაცხადეს, რომ შეთავაზებული ადგილები როგორც კარვების განთავსებისათვის, ასე კომუნიკაციისთვის შეუფერებელია. აქტივისტები ამბობენ, რომ პროტესტის ძირითად ადგილად კვლავ სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორია რჩება.
- საზოგადოება
- გადასვლები: 546