ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.ჟურნალისტები თეთრი ხიდის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ტკ."ფორმულას" ჟურნალისტზე თავდასხმა გააპროტესტეს.აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.ჟურნალისტები თეთრი ხიდის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ტკ."ფორმულას" ჟურნალისტზე თავდასხმა გააპროტესტეს.აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
მსუბუქი ავტომანქანების მძღოლებმა და ავტოკლუბების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი აქცია გამართეს.მათი მოთხოვნა უცვლელია:შემცირდეს ბენზინის ღირებულება.როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ,ერთი კვირის წინ გამართულმა გამაფრთხილებელმა აქციამ შედეგი არ გამოიღო და ფასი საწვავზე მოკლების მაგივრად გაიზარდა. მძღოლები პერმანენტული აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.
შეგახაენებთ,მსგავსი მოთხოვნით საპროტესტო შეკრება 21 თებერვალს უკვე გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩში მცხოვრებ ლაშა მიქაუტაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.4 შვილის მამას სხვისი ნივთის დაზიანებასა და ძალადობას ედავებიან.37 წლის მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის,რომლებიც რიონის ხეობაში კომპანია"ენკას" მიერ ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
პროტესტი 124-ე დღეა გრძელდება."რიონის ხეობის მცველები"ცდილობენ,თურქულ კომპანიას ჰესის აშენების უფლება არ მისცენ.მათ შორის არის ლაშა მიქაუტაძე, რომელსაც კომპანია "ენკას"კუთვნილი ტრაქტორის დაზიანებას ედავებიან.
შემთხვევა 23 თებერვალს მოხდა.ლაშა მიქაუტაძე პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა. ის საპატიმროში გადაყვანეს.,,აქტორის,, ინფორმაციით,ოჯახმა გირაო გადაიხადა და მიქაუტაძე ციხეს უახლოეს საათებში დატოვებს.
დღეს არასამათავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, წარმომადგენლებმა ქუჩაში სტიკერები გააკრეს წარწერით "რუსეთი მტერია!" "ოკუპაცია გრძელდება!"
როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, მერიის მიმდებარე კიბეებთან სტიკერის გაკვირისას მათთვის ხელის შეშლა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს.ადგილზე მისული იყო მერიის ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც ორანიზაციამ სასამართლო დავა სტიკერების გაკვრასთან დაკავშირებით ორჯერ მოუგო.
საბოლოოდ ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, წარმომადგენლებმა სტიკეტების გაკვრა შეძლეს. აღნიშნულ აქტივობას ორგანიზაციის წევრები პერმანენტულად ატარებენ.
შინდისის გმირების ქუჩა ქუთაისში, მოსკოვის ქუჩის ნაცვლად. 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სიმბოლურად, მანიშნებელი აბრა განთავსდა ქუჩის დასაწყისში. ერთ-ერთ სახლზე აბრა შინდისის ბრძოლის მონაწილე ტრისტან ჩიტიძემ თავად განათავსა.
26-27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში შენარჩუნდება ყინვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებაქალაქ ბათუმში ქვიშის ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა. ტურნირში ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების…
პარასკევი აპრილი 17
In სპორტიინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოება