4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
ცვლილებების მიხედვით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოწვევს.
თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, პირი 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება ,ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.
ასევე დასჯადი იქნება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება – ე.წ. დრიფტი. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას- 300 ლარის ოდენობით. კანონპროექტში ნათქვამია, რომ თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.
ახალი საკანონმდებლო პაკეტი 5 სექტემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.
19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი,…
შაბათი სექტემბერი 19
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების…
პარასკევი სექტემბერი 18
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოება