ქუთაისში აგრობაზარი ,,უნიკალური ქართული გემო გაიმართება.ღონისძიება მსოფლიო სურსათის დღეს ეძღვნება .
16 ოქტომბერს,თეთრი ხიდის მიმდებარედ, 12:00-დან 20:00-მდე აგრობაზარი ფერმერებს მთელი საქართველოდან უმასპინძლებს. ბავშვებისთვის დაგეგმილია გასართობი აქტივობები.
აქტივობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩაატარებს.
მსოფლიო სურსათის დღე – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაარსების დღე – გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება.
წელს მსოფლიო სურსათის დღე ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა „სურსათზე წვდომის უფლება უკეთესი ცხოვრებისა და უკეთესი მომავლისთვის“.
აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში ტარდება.
ლილი ნუცუბიძის ქუჩაზე არსებული შენობის რეკონსტრუქციისთვის 999 773 ლარია ქალაქის ბიუჯეტით განსაზღვრული. შენობა ფუნქციონირებას გააგრძელებს არაფორმალური განათლების ცენტრის სახით, სადაც მოეწყობა საკონფერენციო და სამონტაჟო ოთახები, სამუშაო და მულტიმედიის სივრცეები, რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
სრული რეაბილიტაცია უტარდება მე-17 სპორტული სკოლის კრივის დარბაზებსა და ადმინისტრაციულ შენობას. 2 210 474 ლარის ღირებულების პროექტს რგპფ აფინანსებს და გათვალისწინებულია კრივის დარბაზების, გასახდელების, სველი წერტილების, საუნის განახლება. განახლდება ადმინისტრაციული შენობის ოთხივე სართული, მოეწყობა სასტუმრო, შეიცვლება გადახურვა და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაციის შემდეგ სპორტული სკოლა შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.
ქალაქში ინტენსიურად წესრიგდება ფასადები. ფასადი განახლდება ზ. გამსახურდიას გამზირის #17 მრავალსართულიან კორპუსზეც. პროექტის ღირებულებაა 305 593 ლარი და რგპ-ის ფონდიდან ფინანსდება. შენობაზე განთავსდება ფერადი პანელური მოაჯირები, შეიცვლება კარ-ფანჯრები და წყალსაწრეტები.
რეგიონული განვითარების პროგრამის ფონდიდანაა დაფინანსებული მესხიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც. 948 691 ლარის ღირებულების პროექტის მიხედვით, მესხიშვილის ქუჩაზე, ჩიხების ჩათვლით, გზის სავალ ნაწილზე განახლდება ასფალტობეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე.
დაწყებულია დადიანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია. არხის ორივე მხარეზე ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს და გათვალისწინებულია 2 ხიდის, გაზონების, საფეხმავლო ბილიკების, გამწვანების, განათების, საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს პროექტიც რგპფ-დან არის დაფინანსებული.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო.