დღეს,2 დეკემბერს, ქუთაისში, მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია ისევ გაიმართება.ამჯერად შეკრება შუადღის 14:00 საათზე დაიწყება.
აქციები ,,კი ევროპას,არა რუსულ რეჟიმს,, საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან ტარდება.
დღეს,2 დეკემბერს, ქუთაისში, მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია ისევ გაიმართება.ამჯერად შეკრება შუადღის 14:00 საათზე დაიწყება.
აქციები ,,კი ევროპას,არა რუსულ რეჟიმს,, საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან ტარდება.
ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მეშვიდე /ბ კლასის მოსწავლეები დღეს საგაკვეთილო პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. ისინი სკოლის მიმდებარედ, დედა ენის ძეგლთან არიან შეკრებილები.მოსწავლეების გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება გახდა.

ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება.
მოსახლეობა ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად 18:00 საათიდან შეიკრიბა.
მოსახლეობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს-კი ევროპას,არა რუსეთს.
საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
რომში მცხოვრები ემიგრანტები დღეს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ .
საპროტესტო აქცია ჯგუფის ,,თაობები ქვეყნისთვის“ ინიციატივით იტალიის დედაქალაქის ცენტრში გაიმართა.
აქციაზე ქართველებთან ერთად ერთად უკრაინელები,მოლდოველები და იტალიელები იდგნენ.

ქუთაისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
აქცია-მსვლელობა- ,,საქართველოსთვის,, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან 16:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დაგეგმილ ძირითად აქციას შეუერთდება.
ფოტოების ავტორი არჩილ გეგენავა

მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" განცხადებას ავრცელებს.მოძრაობის წევრები ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებები.
,,მოძრაობა ,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში,, ემიჯნება საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობის ანტიკონსტიტუციურ განცხადებას ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპას უკავშირდება და ვერანაირი დროებითი რუსული ძალა ვერ შეცვლის ქვეყნის ისტორიულ არჩევანს.
"არა არალეგიტიმურ რეჟიმს , რომელიც უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე , თავს გვახვევს საბჭოთა წარსულს და მშვიდობიან დემონსტრანტებს არაადამიანურად უსწორდება",- წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში".
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების…
პარასკევი სექტემბერი 18
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. განახლებული ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოება