ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პროკურატურა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.
სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურამ ზესტაფონის რაიონულს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 2.000 ლარი შეუფარდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.
ასევე, მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, პროკურატურა მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის რესურსცენტრს.
ფოტო პირობითია.
1-2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო. 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 1 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 2 თებერვალს დღის ბოლოს და 3 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 3 თებერვლამდე უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 4 თებერვლამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება,ხოლო 3 თებერვალს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება,ხოლო 3 თებერვალს ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, -5 გრადუსი დაფიქსირდება.