"სოლიდარობა და თავისუფლება მირიან ბერულავას",- ამ დევიზით ქუთაისში, 13:00 საათზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმერეთის სამხარეო პოლიციასთან, ჟურნალისტების აქცია გაიმართება.ჟურნალისტები კოლეგის დაკავებას გააპროტესტებენ.
ქუთაისელი ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა პოლიციამ გუშინ დააკავა და სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი კლიენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფას, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ფოტო ,,აქტორის,, არქივიდან.