საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი ხსნის, რა ელოდება საქართველოს, თუ ევროსაბჭოს დატოვებს.
საქართველო ევროსაბჭოში 1999 წელს გაწევრიანდა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დღეის მდგომარეობით 46 წევრი სახელმწიფოა.
ორგანიზაციის ისტორიას 2 სახელმწიფო ახსოვს, რომელიც გავიდა/გარიცხეს წევრობიდან.
რუსეთი- 2022 წლის 16 მარტს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.
ბელორუსია, რომელსაც ჰქონდა სტუმრის სტატუსი და 2023 წელს გაუუქმდა (მას შემდეგ, რაც ბელორუსმა უკრაინის ომში რუსეთს მხარი დაუჭირა).
,,ევროსაბჭოს დატოვებას საქართველოსთვის ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება.
განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა, კანონის უზენაესობის და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.
ქვეყანას მოუწევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გასვლა. რადგან:
ევროპის საბჭოს ყოველი წევრი ქვეყანა ავტომატურად არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი, რომლის დაცვის მექანიზმიც არის სტრასბურგის სასამართლო.
ჩვენ- საქართველოს მოქალაქეები, იურიდიული პირები და თვით სახელმწიფო- დავკარგავთ უფლებას საჩივრით მივმართოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს
ევროსაბჭოდან გასვლის შემთხვევაში სახელმწიფოს (საქართველო) აღარ აქვს ვალდებულება აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
ჩვენ აღმოვჩნდებით პოლიტიკური იზოლაციაში, რადგან:
ევროპის საბჭო არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ევროპული თანამშრომლობისთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში.
გასვლა განიხილება, როგორც დისტანცირება ევროპული ღირებულებებისგან, რაც ნიშნავს ავტორიტარიზმიის ოფიციალურ აღიარებას.
ევროკავშირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ეს უკანასნელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას.
ექნება ნეგატიური ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგები, რადგან:
ევროპის საბჭოს წევრობა რეპუტაციულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში.
გამოსვლა კი შეაჩერებს ინვესტიციებს, რადგან ეს ჩაითვალება პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნად.
საერთაშორისო ურთიერთობებზე ნეგატიური ზეგავლენას მოახდენს, რადგან:
ევროსაბჭოდან ჯერჯერობით მხოლოდ ბელორუსმა და რუსეთმა დატოვა.
თუ საქართველო ორგანიზაციას დატოვებს, ეს იქნება ძლიერი სიგნალი, რომ ისიც შორდება ევროპულ ინსტიტუტებს და რუსეთის მსგავსად ავტორიტარიზმის გზას ირჩევს.,,-წერს ანა ფირცხალაშვილი.