2-5 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
თბილისში 2 გვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, 3-5 აგვისტოს კი უმეტესად უნალექოდ ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-5 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2-5 აგვისტოს დღის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2-5 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +28 +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2-5 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 2 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 4 - 5 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამიდნია მოსლოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 2 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა ელჭქით, ხოლო 3-5 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამიდნია მოსლოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 +32 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, დასრულების ფაზაშია მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილის მშენებლობა.
ყოფილი მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციისთვის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული იქნება შენობის ავთენტური იერსახე, რომელიც გაერთიანდება ახალ არქიტექტურასთან. მოეწყობა ტერასა მთავარი მოედნის ხედით და ამფითეატრის ტიპის სცენა 100 მაყურებლისთვის, გამომდინარე სივრცითი, კომპოზიციური და ფუნქციური მახასიათებლებიდან.
შენობა გათვალისწინებულია, როგორც მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, საგამოფენო დარბაზებითა და სახელოვნებო მიმართულებების სივრცეებით.
მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძესთან ერთად გაეცნო.