ქუთაისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ციცინო მოსიძე) მაია ცირამუს, გელა მთივლიშვილის, ნინო ქათამაძის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძეის,ქეთევან ფილაურის,ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძეს და ეკა კუხალაშვილის 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილი 5000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღიან პატიმრობას ითვალისწინებდა.
საქმე ეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან 26 იანვარს გამართულ აქციას.
მალხაზ ოქროპირაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
ფოტოს ავტორი მარიამ პატარაია