რამდენიმე საათის წინ, იმერეთში, ჯაპანის ტბებზე, გურიის გარემოსდაცვითი სამსახურის თანამშრომლებს, ბრაკონიერმა , სავარაუდოდ დაშინების მიზნით, ცეცხლი სანადირო იარაღიდან გაუხსნა.
ინფორმაციას ,,მოძრაობა ბრაკონიერების წინააღმდეგ,, ავრცელებს .
მათივე ცნობით, ამჟამად ადგილზე მობილიზებულია როგორც იმერეთის , ასევე გურიის კრიმინალური პოლიციის სამსახურები, ასევე დეპარტამენტის ორივე რეგიონის ეკიპაჟები.
,ეს შემთხვევა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები აუცილებლად უნდა აღჭურვილნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით
მოძრაობის სრული თანადგომა დეპარტამენტის ეკიპაჟებს 🙏 ვიღაც კი ძალიან მაგარ შარშია სახლართი ბადის და ორი კილოგრამი თევზის გამო.,,-წერს გვერდი.