მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული.
რაც შეეხება ქუთაისს, შეჩერებულია პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი).
,,გაცნობებთ, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.
აღნიშნული რეგიონების გარდა, დიდთოვლობის გამო, შესაძლოა სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც საგამოცდო პროცესი შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 1272.,,-მომსახურების სააგენტო.
ფოტო პირობითია