ჭიათურაში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს.დაკავება წუხელ მოხდა.როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამართალდამცველებმა ჭიათურაში გაშლილი კარვიდან აიყვანეს აქციის სამი მონაწილე-გიიორგი ნეფარიძე,მერაბ სარალიძე და თენგიზ გველესიანი.მეოთხე დაკავებული კი საცხოვრებელი სახლიდან წაიყვანეს.საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ოთხივე ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.ისინი დაკავების ფაქტს ძალადობად და დაშინების მცდელობად აფასებენ.
,,წუხელ ჩაატარეს სპეცოპერაცია, დაგვესხნენ თავს,4 ბიჭია დაკავებული.მოგიწოდებთ მთელს ქალაქს,ყველა გამოვიდეთ გარეთ, გავერთიანდეთ.ჩვენ ვებრძვით უსამართლობას და ამ უსამართლობაში ჩვენ გვიჭერენ.,,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
დღეს ჭიათურაში აქციის 61-ე დღეა.მაღაროელები ისევ ქალაქის ცენტრში არიან შეკრებილები.