ინტენსიურად მოსული ნალექის გამო , ქუთაისში, მდინარე ოღასკურას ადიდების შედეგად, ავტომშენებლის გამზირზე, #38 კორპუსის მიმდებარედ არსებული ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
დაზიანებული ხიდი საფრთხეს წარმოადგენს როგორც საფეხმავლოდ, ასევე , ავტოტრანსპორტისთვის. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხიდის დემონტაჟის თაობზე.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით,ოღასკურას აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი ხიდი უახლოეს დღეებში მოეწყობა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები იფიცებიან და სასწავლო პროცესს წყვეტენ. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
,,საქართველო და ქართველი ხალხი გუშინ, 28 ნოემბერს კიდევ ერთხელ გახდა მომსწრე ქვეყანაში განვითარებული ისეთი მოვლენების, რომელიც სრულიად ემიჯნება ჩვენს ევროპულ მომავალს.
ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს და გზას ევროპული მომავლისკენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, ვგმობთ და ვემიჯნებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და ვწყვეტთ სასწავლო პროცესს.
მოვუწოდებთ აწსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობას, აწსუ-ს აკადემიურ საბჭოს, ყველა პასუხისმგებელ პირს და თითოეულ ლექტორს, რომელიც ჩვენი განათლებისთვის ასე იბრძვის: ახლა მხოლოდ და მხოლოდ მოქმედების დროა. ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც გვასწავლეთ, დღეს ჩვენს გვერდით დგომას და ქვეყნის სასიკეთოდ, საერთო ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას მოითხოვს.
მოგიწოდებთ დროული და სწორი რეაგირებისკენ.
შინ ევროპისკენ!,,-წერია სტუდენტების განცხადებაში.