25 აპრილს წვიმის სახით მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჭალოვანსა და ხვანში. ღვარცოფმა დააზიანა საავტომობილო გზა და ხიდი. ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი გაეცნო.
.