ქუთაისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
აქცია-მსვლელობა- ,,საქართველოსთვის,, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან 16:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დაგეგმილ ძირითად აქციას შეუერთდება.
ფოტოების ავტორი არჩილ გეგენავა

ქუთაისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
აქცია-მსვლელობა- ,,საქართველოსთვის,, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან 16:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დაგეგმილ ძირითად აქციას შეუერთდება.
ფოტოების ავტორი არჩილ გეგენავა

მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" განცხადებას ავრცელებს.მოძრაობის წევრები ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებები.
,,მოძრაობა ,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში,, ემიჯნება საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობის ანტიკონსტიტუციურ განცხადებას ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპას უკავშირდება და ვერანაირი დროებითი რუსული ძალა ვერ შეცვლის ქვეყნის ისტორიულ არჩევანს.
"არა არალეგიტიმურ რეჟიმს , რომელიც უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე , თავს გვახვევს საბჭოთა წარსულს და მშვიდობიან დემონსტრანტებს არაადამიანურად უსწორდება",- წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში".
დღეს ქუთაისში ,,გაბრაზებული ქალების მარში,, გაიმართება.
მონაწილეები 17:00 საათიდან შეკრებას მერიის წინ დაიწყებენ და 18:00 საათზე ძირითად აქციას შეუერთდებიან.
,,გაბრაზებული ქალები ცვლიან სამყაროს!
დღეს ვიკრიბებით ქუთაისის მერიასთან 17:00 საათზე! შემდგომ ვინაცვლებთ მესხიშვილის თეატრთან!
გამოდი მეგობართან, დედასთან, ბებიასთან ერთად,დავიცვათ ჩვენი ღირსება, მომავლი, თავისუფლება!
შემოუერთდი გაბრაზებული ქალების მარშს ქუთაისში, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!,,-აცხადებენ ორგანიზატორები.
მარში ჯგუფი ,,სივრცე ქალური საუბრების,, მიერ არის ორგანიზებული.
დღეს,პირველ დეკემბერს, ქუთაისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი.
აქცია-მსვლელობა ,,საქართველოსთვის,, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან 16:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დაგეგმილ ძირითად აქციას შეუერთდება.
სოლიდარობა თბილისში,აქციების გაშუქების დროს დაშავებულ ყველა ჟურნალისტს- ამ სლოგანით დღეს ქუთაისში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და კოლეგებს სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადეს. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს,რომ თავისუფალი მედიის ხმის ჩახშობას ვერავინ შეძლებს და ჟურნალისტებზე ძალადობა შეაფასეს , როგორც ,,ღიად გამოცხადებული ნადირობა,,.
,,ქუთაისიდან სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს. თავისუფალი მედიის ჩახშობა რთულია,,-განაცხადა ,,აქტორთან,, ხვიჩა ვაშაყმაძემ.
ინტენსიურად მოსული ნალექის გამო , ქუთაისში, მდინარე ოღასკურას ადიდების შედეგად, ავტომშენებლის გამზირზე, #38 კორპუსის მიმდებარედ არსებული ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
დაზიანებული ხიდი საფრთხეს წარმოადგენს როგორც საფეხმავლოდ, ასევე , ავტოტრანსპორტისთვის. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხიდის დემონტაჟის თაობზე.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით,ოღასკურას აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი ხიდი უახლოეს დღეებში მოეწყობა.
წყალტუბოში, ხონში და სოფელ იანეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური…
ხუთშაბათი იანვარი 15
In საზოგადოება18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 15-16 იანვარს ცივი…
ხუთშაბათი იანვარი 15
In საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე…
ოთხშაბათი იანვარი 14
In საზოგადოებაუკვე 179 წელია 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს…
ოთხშაბათი იანვარი 14
In კულტურადღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ…
ოთხშაბათი იანვარი 14
In საზოგადოება