თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე მტკიცებულებათა არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდნენ.
პროკურატურა აცხადებდა, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებას ფლობდა. წაყენებული ბრალით, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.