„რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“-ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერიის, საკრებულოს წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა კი პანაშვიდი აღავლინა.
დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის სკვერში ფოტო-გამოფენა და ანსამბლ „საირმეს,, კონცერტი.
დღესვე ბაღდათში, სასკოლო ასაკის ბავშვების მონაწილეობით საჭადრაკო ტურნირი გაიმართა, გამარჯვებული მონაწილეებს მედლები, თასები და საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.
რაც გვეამაყება და გვაერთიანებს" - 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება იმერეთში. 12-ვე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ბაგრატის ტაძარში, რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლი.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოწყობილია საგამოფენო სივრცე " რაც გვეამაყება და გვაერთიანებს ", საბავშვო, სპორტული და გასართობი სივრცეები,
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
" საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!
გრძელი და რთული გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ამ დღის შემოქმედია მთელი ერი და მათ შორის გამორჩეული გმირები.
დღეს პატივს მივაგებთ თითოეულ ადამიანს, ვისი დამსახურებაცაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. საქართველო იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი, ძლიერი და ერთიანი ევროპული ქვეყანა!
ეს დღე ჩვენია!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
,,ვულოცავ საქართველოს ჩვენი ქვეყნის დამოუკოდებლობის დღეს, ვუსურვებ წარმატებას და ეფექტურ წინსვლას ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე. რა თქმა უნა მთელი ქვეყანა დღევანდელ დღეს ზეიმობს და ზეიმობს იმერეთი. თორმეტივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილია გარკვეული ღონისძიებები. განსაკუთრებით წელს, ჩვენ აღვნიშნავთ ქუთაისში და ხონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამ საზეიმო განწყობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურისა და ჯადაცვის სამინისტროებს. აღნიშნული უწყებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, ძალიან საინტერესო ღონისძიებებს შესთავაზებენ ჩვენს თანამოქალაქეებს და ვფიქრობ, მთელი დღე საინტერესოდ დატვირთული იქნება ზოგადად იმერეთში“-ზვიად შალამბერიძე.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დავით აღმაშენებლის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.