ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე 14 წლის მოზარდი დააკავეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მან სამართალდამცველებს კენჭი ესროლა.მეორე ვერსიით, საუბარია საახალწლო ასაფეთქებლის, ე.წ. ,,ბომბაჩკის,, სკოლაზე.
მოზარდი ამ დროისთვის დაკავებულია.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე 14 წლის მოზარდი დააკავეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მან სამართალდამცველებს კენჭი ესროლა.მეორე ვერსიით, საუბარია საახალწლო ასაფეთქებლის, ე.წ. ,,ბომბაჩკის,, სკოლაზე.
მოზარდი ამ დროისთვის დაკავებულია.
10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსამდე მომიმატებს, 7-8 დეკემბერს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
,,ძირს მოძალადე რეჟიმი,,-ამ დევიზით ქუთაისში დღეს მორიგი აქცია გაიმართება
პროტესტის მერვე დღეს მოქალაქეები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ-კი ევროპას,არა რუსეთს!
აქცია 17:00 საათზე დაიწყება.
ფოტოს ავტორი გიორგი ენუქიძე.
ქუთაისში მეექვსე დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება. მონაწილეები მერიის წინ შეიკრიბნენ და შემდეგ ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
აქციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი დღეს საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრო.პროტესტის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია.,,წინ,ევროპისკენ,,-აცხადებენ მოსწავლეები.მათ პროტესტს პედაგოგები არ უერთდებიან.
სტუდენტების მსვლელობა ამ წუთებშიც გრძელდება.ისინი თამარ მეფის ქუჩით ცენტრალური მოედნისკენ მიდიან და ქუთაისის მერიის წინ მიმდინარე აქციის შეუერთდებიან.
ახალგაზრდები ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და აცხადებენ,რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია .
წყალტუბოში, ხონში და სოფელ იანეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური…
ხუთშაბათი იანვარი 15
In საზოგადოება18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 15-16 იანვარს ცივი…
ხუთშაბათი იანვარი 15
In საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე…
ოთხშაბათი იანვარი 14
In საზოგადოებაუკვე 179 წელია 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს…
ოთხშაბათი იანვარი 14
In კულტურადღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ…
ოთხშაბათი იანვარი 14
In საზოგადოება